Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის შეტევის ფონზე ათი ათასობით სირიელი თურქეთში გარბის


ათი ათასობით სირიელი თურქეთთან საზღვრისკენ გარბის, რათა თავი დააღწიოს მძიმე შეტაკებებს ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოს მახლობლად. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ 4 თებერვალს თქვა, რომ საზღვრისკენ შესაძლოა 70,000-მდე პირი გადაადგილდებოდეს, ერთ-ერთი დამკვირვებელი ჯგუფის თანახმად კი მათი რიცხვი 40,000-მდეა.რუსეთის საჰაერო იერიშებით მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალები უახლოვდებიან ქვეყნის უდიდეს ქალაქს. იუწყებიან, რომ ქალაქიდან ვერ გადის 300,000-მდე ადამიანი, მას შემდეგ, რაც მთავრობის ძალებმა შეტევით გადაჭრეს მეამბოხეების მთავარი მოსამარაგებელი მარშრუტი. ამ შეტევის შედეგად ჩაიშალა ჟენევაში გაეროს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება. მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე მოსკოვმა და ანკარამ მწვავე ურთიერთბრალდებები გაცვალეს სირიის კრიზისის ესკალაციასთან დაკავშირებით. დავუთოღლუმ რუსეთს და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სხვა მხარდამჭერებს ბრალი დასდო სირიაში „ომის დანაშაულების“ ჩადენაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშენკოვმა კი დავუთოღლუს კრიტიკას უპასუხა ბრალდებით, რომ თურქეთი ინტენსიურად ემზადება სირიაში სამხედრო შეჭრისთვის.

XS
SM
MD
LG