Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: რუსეთი მალე შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ რუსეთი და სირია არღვევენ გაეროს რეზოლუციას სირიის სამოქალაქო ომში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, გრძელდება მოლაპარაკებები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა და განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, - განაცხადა ჯონ კერიმ 5 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში. „რუსეთმა ძალიან პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ისინი მზად არიან ცეცხლის შეწყვეტისათვის. სულ რაღაც დღე-ნახევრის წინ ლონდონში ირანის დელეგაციამ დაადასტურა, რომ ახლა მხარს დაუჭერენ ცეცხლის შეწყვეტას. ამიერიდან ჩვენ სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილე ყველა სხვა მხარე მაგიდასთან უნდა დავაჯინოთ და განვუმარტოთ, რომ ისინიც უნდა მოემზადონ ცეცხლის შეწყვეტისათვის. თუმცა, ამ მომენტისათვის ჩვენ არ გვაქვს ასეთი სრული თანხმობა,“- დასძინა კერიმ. 2 თებერვალს ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. ამის მიზეზი გახდა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ჯარების იერიშები ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე შეიარაღებული ოპოზიციის გამაგრებულ პუნქტებზე. სირიის ოპოზიციისა და ბაშარ ალ ასადის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შემდეგ თარიღად 25 თებერვალი დასახელდა.

XS
SM
MD
LG