Accessibility links

logo-print

კანადამ ირანს ეკონომიკური სანქციების დიდი ნაწილი გაუუქმა


5 თებერვალისათვის კანადამ გააუქმა ირანისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების დიდი ნაწილი, რაც უფლებას აძლევს კანადურ ფირმებს ჩაებან ირანში ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო კონკურენციაში. ოტავა, რომელიც არ იყო ჩართული ირანის ბირთვული პროგრამის შემცირების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, მიესალმა საერთაშორისო შეთანხმებას და განაცხადა, რომ სანქციები შენარჩუნდება მხოლოდ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ექსპორტსა და ვაჭრობაზე.

XS
SM
MD
LG