Accessibility links

logo-print

სერბი მინისტრი სექსისტური კომენტარის გამო გადააყენეს


სერბეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თანამდებობიდან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ბრატისლავ გასიჩის გადაყენებას იმ სკანდალის გამო, რაც დეკემბრის თვეში ჟურნალისტი ქალის მიმართ მინისტრის სექსისტურმა რემარკამ გამოიწვია. გასიჩმა დეკემბერში ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ „მოსწონს, თუ როგორ სწრაფად ეშვებიან მუხლებზე ჟურნალისტი გოგოები“. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუიჩიჩმა მოუწოდა პარლამენტარებს, რათა მხარი დაეჭირათ თავდაცვის მინისტრის გადადგომისათვის, რადგან „ამას მოითხოვს თავაზიანობა, მორალური პრინციპები და ადამიანის პატივისცემა“. სამხედრო უწყების ხელმძღვანელის პოსტს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი დუშან ვუიოვიჩი დაიკავებს.

XS
SM
MD
LG