Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში საგანგებო სხდომა ჩატარდება ფხენიანის მიერ კოსმოსური რაკეტის გამოცდის გამო


7 თებერვალს თბილისის დროით 19 საათზე ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება ჩრდილოეთ კორეის მიერ კოსმოსში შორი რადიუსის მოქმედების რაკეტის გაშვების გამო. საბჭოს სხდომის ინიციატორები არიან აშშ-ი, სამხრეთ კორეა და იაპონია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოსმოსური რაკეტის გაშვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ჩქმალავს ბირთვული ქობინის გადატანისათვის შექმნილი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას. ამის ფონია ჩრდილოეთ კორეის მიერ ერთი თვის წინ წყალბადის ბომბის გამოცდის ჩატარება, რასაც კრძალავს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. კვირას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინის ბრძანებით ფხენიანმა წარმატებით შეძლო კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. მოელიან, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ფხენიანის მიმართ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG