Accessibility links

საქართველოს საპატრიარქო ლგბტ ადვოკატისათვის დაცვის გამოყოფას ითხოვს


საქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თხოვნით მიმართავს, რათა უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა მოქალაქე გიორგი ტატიშვილს, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში. ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომლის ტექსტსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ლგბტ პირების უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტმა, გიორგი ტატიშვილმა მიმდინარე წლის 26 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მოთხოვნით .

XS
SM
MD
LG