Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: ვაშინგტონმა ან თურქეთი უნდა აირჩიოს, ან - ქურთების მუშათა კავშირი


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განრისხება გამოიწვია აშშ-ის ოფიციალური პირების ვიზიტმა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ კობანიში, რომელსაც ქურთთა სამხედრო ძალები აკონტროლებენ. როგორც 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ცნობებშია ნათქვამი, ერდოანს უთქვამს, რომ ვაშინგტონმა უნდა აირჩიოს, თუ ვისთან სურს პარტნიორობა, თურქეთთან, თუ ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიასთანო. „როგორ უნდა გენდოთ თქვენ? მე ვარ თქვენი პარტნიორი, თუ კობანიში მყოფი ტერორისტები?“, - მოჰყავს ერდოანის სიტყვები თურქეთის მედიას. ამ კრიტიკის ფონია აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატის ბრეტ მაკგირკის და ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა, რაც გასულ კვირას სირიის ქალაქი კობანიში გაიმართა. ქურთების ამ პარტიის სამხედრო ფრთა დახმარებას უწევს აშშ-ის სარდლობით მოქმედ კოალიციას, რომელიც ერაყსა და სირიაში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. ანკარა ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიას თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაახლოებულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG