Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდამსხმელებმა პრაღაში მდებარე ლტოლვილთა ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს


ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ოცამდე უცნობმა თავდამსხმელმა 6 თებერვალს ცეცხლი წაუკიდა პრაღაში მდებარე ლტოლვილთა დახმარების ცენტრს. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ამ ინცინდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ჩეხეთის დედაქალაქში რამდენიმე ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა მუსლიმებისა და მიგრანტების წინაღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. თავდამსხმელებმა აალებადი ბოთლები. ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს პრაღის ჟიჟკოვის რაიონში მდებარე კლინიკის შენობას, სადაც ლტოლვილებისათვის ჩასაცმელსა და საკვებს აგროვებენ. პოლიციის ცნობით, თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ თავდამსხმელები ნეონაცისტები იყვნენ. ანტიმულსიმანური მიტინგი პრაღაში პრეზიდენტის სასახლის წინ გაიმართა. ის ერთ-ერთია ევროპის მასშტაბით მოძრაობა „პეგიდას“ ინიციატივით 6 თებერვალს გამართულ აქციათა შორის.

XS
SM
MD
LG