Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს


ნიუ-იორკში მუშაობა დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელზეც მსჯელობენ ჩრდილოეთ კორეის მიერ კოსმოსში შორი რადიუსის მოქმედების რაკეტის გაშვების თაობაზე. სხდომის მოწვევის ინიციატორები იყვნენ აშშ-ი, სამხრეთ კორეა და იაპონია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოსმოსური რაკეტის გაშვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ჩქმალავს ბირთვული ქობინის გადამტანი რაკეტის გამოცდას. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ უნდა დაიგმოს საერთაშორისო სანქციების მსგავსი დარღვევა“, - განაცხადა საბჭოს პრეზიდიუმის ხელმძღვანელმა, ვენესუელის ელჩმა გაეროში რაფაელ რამირესმა. კვირას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინის ბრძანებით ფხენიანმა წარმატებით შეძლო კოსმოსში კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. მანამდე, ერთი თვის წინ, ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა წყალბადის ბომბი, რასაც კრძალავს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. მოელიან, რომ 7 თებერვლის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ფხენიანის მიმართ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG