Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სასაზღვრო ჯარმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დააკავა


რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის კორესპონდენტი დააკავეს ყირგიზეთის სასაზღვრო ჯარის მიერ ორ ქვეყანას შორს სადავო არეალში. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, გულმირა ბორუბაევამ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მასუმი მუჰამადრაჯაბი დააკავეს, ყირგიზეთის სასაზღვრო პუნქტის წარუმატებელი გადაკვეთის დროს. მუჰამადრაჯაბი დააკავეს ბობოჯონ გაფურის რაიონში, სადაც ის გაგზავნილ იქნა დაპირისპირების გაშუქების მიზნით. ინციდენტი მოჰყვა ტაჯიკი მოქალაქის მფლობელობაში მყოფი სახლის თავზე ყირგიზეთის დროშის აღმართვას 6 თებერვალს, ყირგიზეთის სასაზღვრო ჯარისკაცების მიერ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტერიტორია ყირგიზეთს ეკუთვნის. არაერთი არეალი შუა აზიის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის სადავოა, რადგან საბჭოთა პერიოდში საზღვრები რესპუბლიკებს შორის ზუსტად არ იყო განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG