Accessibility links

logo-print

დავუთოღლუ: თურქეთი სირიელ ლტოლვილებს მიიღებს, „თუ საჭირო იქნა“


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ 30 ათასამდე ლტოლვილი მოგროვდა სირიასთან ამ ქვეყნის საზღვარზე მას მერე, რაც სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოზე შეტევა დაიწყეს. სირიის სამთავრობო ჯარს რუსეთის ავიაცია უწეს მხარდაჭერას. 8 თებერვალს გერმანიის კანცლერ მერკელთან ერთად პრესკონფერენციაზე, დავუთოღლუმ თქვა, რომ „თუ საჭირო იქნა“თურქეთი სირიელ ლტოლვილებს მიიღებს. დათუთოღლუს თქმით, რუსეთის საავიაციო თავდასხმის მიმართ შეგუება არ უნდა მოხდეს, იმ აზრით, რომ თურქეთის მიიღებს ლტოლვილებს. მისივე თქმით, გერმანიის კანცლერს შეუთანხმდა, რომ ორი ქვეყანა წამოიწყებს ერთობლივ დიპლომატიურ ძალისხმევას, ალეპოს წინააღმდეგ შეტევის შესაჩერებლად. მერკელის თქმით, ამ პირობებში სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა ამ ვითარებში, შეუძლებელია. ამიტომ, რაც იქ ხდება, ბოლო უნდა მოეღოს. მისივე ცნობით, გერმანიის და თურქეთის პოლიციები ითანამშრომლებენ საზღვრების უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ და უკანონო ლტოლვილების გადამყვანების გამოსავლენად. ევროკავშირი თვლის, რომ ანკარამ თავისი საზღვრები უნდა გაუხსნას ლტოლვილებს და ამავე დროს მიიჩნევს, რომ თურქეთმა ევროპისკენ ლტოლვილთა ტალღა უნდა შეაყოვნოს. ბრიუსელი ანკარას სამ მილიარდ ევროს დაპირდა.

XS
SM
MD
LG