Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გმობს სირიის ციხეებში „განადგურების“ პოლიტიკას


გაეროს გამომძიებელთა თანახმად, ათასობით პატიმარი მოკვდა სირიის ციხეებში გასულ ოთხ ნახევარ წელიწადში. ეს არის, გაეროს თანახმად, „განადგურების“, სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რაც დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ. გაეროს საგამოძიებო კომისია უშიშროების საბჭოს მოუწოდებს გაატაროს შესაბამისი სანქციები მკვლელობასთან, წამებასთან და ციხეებში ადამიანების დაკარგვასთან დაკავშირებული სირიელი ოფიციალური პირების მიმართ, ასევე დაიწყოს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ამ საქმის გამოძიება.

XS
SM
MD
LG