Accessibility links

logo-print

გერმანიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა რკინიგზაზე ავარიის შედეგად


გერმანიაში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა რკინიგზაზე ავარიის შედეგად. პოლიციის ცნობით, სამხრეთში მდებარე ბავარიის მხარეში ორი სამგზავრო მატარებელი დაეჯახა ერთმანეთს. დაშავდა 150 ადამიანი. გერმანიის მედია იუწყება, რომ შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ამოტრიალდა მისი რამდენიმე ვაგონი.ავარია მოხდა მიუნხენის სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-მდე კილომეტრში, ქალაქ ბად აიბლინგთან. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG