Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დროებით შეაჩერა უკრაინის დახმარება


უკრაინის ფინანსთა მინისტრის, ნატალია იარესკოს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეაჩერა უკრაინისათვის დახმარების მიწოდება სანამ არ გარკვეულა, განაგრძობს თუ არა მუშაობას უკრაინის ამჟამინდელი მთავრობა. ეს განცხადება იარესკომ 8 თებერვალს უკრაინის ტელევიზიაში გააკეთა. გასულ კვირაში მოულოდნელად გადადგა უკრაინის ეკონომიკის მინისტრი და ფინანსთა მინისიტრის განცხადება მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ კრიზისი საფრთხეს უქმნის უკრაინის ურთიერთობას კრედიტორებთან, რომელთა დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყნისათვის. უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მთავრობის მიმართ მხარდაჭერის შემცირების გამო ბევრი მოელის დიდ ცვლილებებს მთავრობაში. თებერვლის შუა რიცხვებში შესაძლოა პარლამენტში წამოიჭრას მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხი. უკრაინა ოქტომბრიდან მოელის სავალუტო ფონდისაგან 40 მილიარდი დოლარის კრედიტის მორიგ ტრანშს. მაგრამ დახმარება დამოკიდებულია უკრანიაში რეფორმების განხორციელებაზე, რათა ეკონომიკა გაძლიერდეს და კორუფცია შემცირდეს.

XS
SM
MD
LG