Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა ბრიუსელში


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა ბრიუსელში. მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის შეხვედრით, რომლის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსაც და ევროკომისარს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანს. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია მოლაპარაკებას გამართავს ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროკომისართან კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მაროშ შევჩოვიჩთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ჰერბერტ ზალბერთან. საქართველოს დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

XS
SM
MD
LG