Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატი ნატოს აფრთხილებს, რომ უპასუხოდ არ დარჩება მისი ძალების გაზრდა


რუსეთის წარგზავნილი ნატოში, ალექსანდრ გრუშკო, ალიანსს აფრთხილებს, რომ მოსკოვის რეაქცია მოჰყვება რუსეთის საზღვრების მახლობლად ნატოს ძალების გაზრდას. ამ შინაარსის განცხადება გრუშკომ 8 თებერვალს გააკეთა, რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში. გრუშკოს თქმით, რუსეთი არ წავა კომპრომისზე საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებთან მიმართებით. ამასთან, დიპლომატს არ უსაუბრია კონკრეტულ ზომებზე. უკრაინის კრიზისის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა დამატებითი შეიარაღება განათავსეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, გაააქტიურეს სამხედრო წვრთნები. ბოლოხანს კი პენტაგონი გამოვიდა წინადადებით, რუსეთის შესაჩერებლად გაოთხმაგდეს ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო აქტივობის დაფინანსება. მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია, რომ თავისი უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს რუსეთის მახლობლად ნატოს აქტივობას.

XS
SM
MD
LG