Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში გაემგზავრა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც 10-11 თებერვალს გაიმართება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და რამდენიმე სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. „ბოლო პერიოდში ამ ფორმატმა რეგულარული ხასიათი მიიღო, რაც კარგად აჩვენებს ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას“ - განაცხადა ბრიუსელში გამგზავრების წინ თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ნატოს წევრ ქვეყნებს და საქართველოს საერთო ამოცანა აქვთ - რაც შეიძლება მეტად დაახლოვდნენ შეიარაღებული ძალები და გამყარდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. „ოპტიმისტური გეგმები არსებობს ვარშავის სამიტისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით და სწორედ, ამ საკითხზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG