Accessibility links

logo-print

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის თქმით, მას „მაესტრო“-ში თანხა არ ჩაუდია


ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განცხადებით, მას „მაესტრო“-ში თანხა არ ჩაუდია, ფული თავის მეგობარს, გიორგი გაჩეჩილაძეს წილის შესაძენად პროცენტით ასესხა და დარწმუნებულია, რომ ის თანხას დაუბრუნებს. ირაკლი რუხაძის ინფორმაციით, „მაესტრო“-ს 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანის მეუღლე, ბიზნესმენი კოტე გოგელია კარგა ხანია ტელეკომპანიას ყიდის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „გოგელია ხუთნახევარ მილიონს ითხოვს, რაზეც გაჩეჩილაძე არ თანხმდება. ეს არის და ეს. ვერ მოილაპარაკეს და იმიტომ ატყდა ერთი ამბავი“ - განუცხადა ტელეკომპანია GDS-ს ირაკლი რუხაძემ. შეკითხვას, რამდენი ასესხა გიორგი გაჩეჩილაძეს, რუხაძემ უპასუხა, რომ ეს გაჩეჩილაძეს ჰკითხონ.

XS
SM
MD
LG