Accessibility links

შესაძლოა, ნიუ-იორკის ყოფილი მერიც ჩაერთოს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში


აშშ-ის წინასაარჩევნო კამპაშიაში შესაძლოა, ჩაერთოს ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მედიის მაგნატი მაიკლ ბლუმბერგი, რაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენდა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაზე. ბლუმბერგმა, რომელსაც პრაგმატისტად და ცენტრისტად მოიხსენიებენ, გაზეთ „ფაინანშლ ტაიმსთან“ 8 თებერვალს საუბრისას განაცხადა, რომ „ყველა ვარიანტს“ განიხილავს. მანვე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების მსურველები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში. გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ გასულ თვეში იუწყებოდა, რომ ბლუმბერგმა თანაშემწეებს დაავალა მოამზადონ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ბლუმბერგის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელებას და საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მილიარდი დოლარის გაღებას. ბლუმბერგის ქონება 40 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მედიაიმპერია „ბლუმბერგის“ დამფუძნებელი უფრო შეძლებულია, ვიდრე ასევე მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად ლიდერობს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელების მსურველებს შორის.

XS
SM
MD
LG