Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკში მსხვერპლი მოჰყვა პოლიციელების კლუბთან მოწყობილ აფეთქებას


სირიელი ოფიციალური პირების ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა დამასკში პოლიციის ოფიცრების კლუბთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება მოეწყო 9 თებერვალს დამასკის რაიონში, სადაც მთავრობის რამდენიმე შენობა მდებარეობს. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" მონაცემებით, დაიღუპა რვა და დაიჭრა 20 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ".

XS
SM
MD
LG