Accessibility links

რეზოლუცია „1325“ და მისი სამოქმედო გეგმა


საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც 2011 წლის დეკემბერში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით გაიწერა და დაისახა ის აქტივობები, რომლებიც სამშვიდობო თუ უსაფრთხოების პროცესში ქალთა ჩართულობას გულისხმობს. როგორ შესრულდა გეგმით გათვალისწინებული ამოცანები, რა ხარვეზები გამოიკვეთა ამ პროცესში და როგორი იქნება მომავალი სამოქმედო გეგმა - ამ საკითხებზე გადაცემა „გენდერულ ამბებში“ საუბრობენ: ელენე რუსეცკი - „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი; ნაზი ბურდლაძე - „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პროექტის კოორდინატორი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG