Accessibility links

აფხაზეთში მიიღეს აბორტის ამკრძალავი კანონი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელიც აბორტების აკრძალვას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ცნობა დაადასტურა ხაჯიმბას პრესმდივანმა ხიბლა ვოზბამ. კანონი ჯანდაცვის შესახებ ჯერ კიდევ 29 იანვარს მოიწონა სოხუმის პარლამენტმა. ახალ კანონში შეტანილი ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს აბორტების აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მომავალი დედის სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG