Accessibility links

logo-print

სირიაში საჰაერო დარტყმა მიაყენეს ორგანიზაციის, „ექიმები უსაზღვრებოდ“ საველე საავადმყოფოს


სირიის ქალაქ თაფაზში საჰაერო თავდასხმის სამიზნე ბომბი მოხვდა საველე საავადმყოფოს, რომელიც ეკუთვნის ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“. ორგანიზაციის თანახმად, სამი ადამიანი მოკვდა, ექვსი დაშავდა. საავადმყოფო მდებარეობს სამხრეთ სირიაში, იორდანიის საზღვართან. ამ არელისთვის იბრძვიან სამთავრობო ჯარები და მეამბოხეები. არ არის ცნობილი, ვინ დგას დაბომბვის უკან. გასულ კვირებში ამ არეალისთვის იბრძოდა მთავრობის ჯარი, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთის ავიაცია. „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ 5 თებერვლის თავდასხმამ ნაწილობრივ დააზიანა საავადმყოფოს შენობა და სამედიცინო მომსახურება, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანები იღებდა, შეუძლებელი გახადა. თავდასხმის შემდეგ ქალაქიდან გაიქცა ოთი ათასი ადამიანი.

XS
SM
MD
LG