Accessibility links

logo-print

რუსეთმა გაეროს მიმართა არქტიკაში გაკონტროლებული ტერიტორიის გაფართოების თხოვნით


რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, სერგეი დონსკოიმ გაეროს კომისიას მიმართა ოფიციალური განაცხადით ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე რუსეთის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ. გაეროს კონვენციით, სახელმწიფოს ეკონომიკური ზონის გაფართოება დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ მისი ტერიტორიის საზღვრებს მიღმა ზღვის ფსკერი არის კონტინენტის კიდის ბუნებრივი გაგრძელება. დამატებით ტერიტორიაზე ამჟამად პრეტენზიას აცხადებენ - რუსეთის გარდა - დანია, კანადა და შეერთებული შტატები. რუსი მინისტრის განცხადებით, ეს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან გაეროს მიერ მათი განაცხადების შესწავლის საქმეში. თუ გაეროს კომიტეტი დააკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნას, ჩრდილოეთის პოლუსის ქვეშ ზღვის ფსკერზე რუსეთი გააკონტროლებს, მაგალითად, ნავთობის მოსაპოვებელ სამუშაოებს. კომისიას ერთხელ, 2002 წელს უკვე უარყოფილი აქვს რუსეთის ასეთი მიმართვა. ექსპერტებს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეში ეგულებათ მსოფლიოში აუთვისებელი ბუნებრივი აირის რეზერვების 30%-მდე და ნავთობის რეზერვების 15%.

XS
SM
MD
LG