Accessibility links

logo-print

ნიუ-ჰემპშირის შტატის პრაიმერისში დონალდ ტრამპმა და ბერნი სანდერსმა გაიმარჯვეს


აშშ-ში გრძელდება პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების გამოვლენის პროცესი. ნიუ-ჰემპშირის შტატში რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში, რომელთაც პრაიმერისს უწოდებენ, გაიმარჯვა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, ხოლო დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებში - სენატორმა ბერნი სანდერსმა. ორივე ამ კანდიდატის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევენ ამერიკელი ამომრჩევლების უკმაყოფილებას პოლიტიკური მმართველობის ტრადიციული სისტემით და მისი წარმომადგენლებით. სანდერსის მეტოქემ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღიარა ნიუ-ჰემპშირში დამარცხება, მაგრამ მისი კამპანიის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი გამოვლინდება მომავალ თვეში, უფრო კონსერვატიულ და რასობრივად მრავალფეროვან შტატებში პრაიმერისის ჩატარების შემდეგ.

XS
SM
MD
LG