Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში სამი ადამიანი დაიღუპა სახმელეთო ნაღმის აფეთქების შედეგად


აღმოსავლეთ უკრაინაში სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ორი დაიჭრა სახმელეთო ნაღმზე სამგზავრო მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. ინციდენტი 10 თებერვალს მოხდა დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 25-მდე კილომეტრში, როცა მიკროავტობუსი ტოვებდა სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიას. უკრაინის სამხედრო პრესმდივანი ანდრეი ზაბუდინი როგორც აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა უგულებელყო სახმელეთო ნაღმების საფრთხის აღმნიშვნელი აბრები და გადავიდა მინდორში, რათა გადაესწრო უკრაინელების ბლოკპოსტთან გაჩერებული მანქანებისათვის. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა 2014 წლის აპრილის შემდეგ 9000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG