Accessibility links

logo-print

მოსკოვი არ ემხრობა სამხრეთ კორეაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმას


მოსკოვი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ სამხრეთ კორეაში თანამედროვე ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებამ შესაძლოა რეგიონში „გამალებული შეიარაღება“ გამოიწვიოს და გაართულოს კორეის ნახევარკუნძულზე „ბირთვული პრობლემის მოგვარება“. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ვაშინგტონს ადანაშაულებენ, რომ ის ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებულ ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს იყენებს საბაბად, რათა გააფართოოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მოქმედების ზონა. ჩინეთიც გამოთქვამს შეფასებას, რომ რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსება. სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ისინი იწყებენ ოფიციალურ მოლაპარაკებას ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე, რათა დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებიდან მომდინარე საფრთხეს მას შემდეგ, რაც ფხენიანმა 7 თებერვალს კოსმოსში გაუშვა გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტა.

XS
SM
MD
LG