Accessibility links

logo-print

ნატოს მინისტერიალზე დაამტკიცეს აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის გაძლიერების გეგმა


ნატოს თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის გაძლიერებას. ბრიუსელში, სადაც 10-11 თებერვალს იმართება მინისტერიალი, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში ალიანსი წარმოდგენილი იქნება საკმარისი ძალებით საიმისოდ, რომ შეძლოს ყველა მოკავშირის დაცვა ნებისმიერი საფრთხისაგან. „ეს-ესაა შევთანხმდით მთელ წყება პრინციპებზე ნატოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების მოდერნიზაციის მიზნით. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში პოზიციების გაძლიერებაზე. ეს მოხდება მრავალეროვნული ძალისხმევით. გარკვევით რომ ითქვას: ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და მასზე რეაგირებას მთელი ალიანსი მოახდენს“, განაცხადა სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ. სტოლტენბერგის განმარტებით, აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის ძალების გაზრდის მიზეზია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის გართულება რუსეთის აგრესიულად ქმედების შედეგად. ნატოს მინისტერიალთან დაკავშირებით, ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი. 11 თებერვალს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც საუბარი იქნება კონკრეტულად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე.

XS
SM
MD
LG