Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში ომის შედეგად დაინგრა ასობით სკოლა


ასობით სკოლა დაინგრა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ნათქვამია საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიერ 11 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სკოლების შენობათა უმრავლესობას მეომარი მხარეები სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენებდნენ. ომს გადარჩენილი სკოლების მდგომარეობა იმდენად სავალალოა, ხოლო საკლასო ოთახები კი ისეა გადატვირთული, ყველა მოწაფე ვერ ახერხებს გაკვეთილებზე დასწრებას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ანგარიშის შედგენის პროცესში აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე 41 სკოლა და საბავშვო ბაღი დაათვალიერეს და ინტერვიუ ჩამოართვეს 62-ზე მეტ მოსწავლეს, პედაგოგსა და თვითმხილველს. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ მოუწოდებს, როგორც უკრაინის სამთავრობო ძალებს, ისე რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, რათა დაიცვან ბავშვების უსაფრთხოება, უზრუნველყონ მათი განათლება და არ დაუშვან სამხედრო მიზნით სკოლების გამოყენება.

XS
SM
MD
LG