Accessibility links

logo-print

სირიაში რუსეთის ავიაციამ დაბომბა 1900-მდე სამიზნე


რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, გასულ კვირაში სირიის მასშტაბით რუსეთის ავიაციამ 1900-მდე სამიზნეზე მიიტანა იერიში. კერძოდ, საავიაციო დარტყმები განხორციელდა ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, დიერ ეზ-ზორის, დარაას, ჰომსის, ჰასაკაჰისა და რაქის პროვინციებში, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 11 თებერვლის განცხადებაში. ამასთან, რუსეთის სამხედრო უწყებამ უარყო ბრალდება, რუსი მფრინავების მიერ ალეპოს დასახლებული უბნების დაბმომბვის შესახებ და განაცხადა, რომ არ კისრულობს პასუხისმგებლობას ჩრდილოეთ სირიაში ორი საავადმყოფოს დანგრევაზე. ამ განცხადების ფონია სირიის სამხედრო ძალების განზრახვა, რათა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით აღადგინოს კონტროლი ალეპოს იმ ნაწილი, რომელიც მეამბოხეების ხელში იმყოფება. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ ალყის შედეგად ალეპოს პროვინცია 50 ათასმა კაცმა მიატოვა.

XS
SM
MD
LG