Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბელგიის დედაქალაქიდან გასულ ღამით დაბრუნდა, დისკუსიას დროული და საჭირო უწოდა ბრიუსელში ვიზიტს და ევროკომისიის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ევროკომისიას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების განხორციელების შესახებ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელთან დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან და ევროკომისრებთან შეხვედრებისას დეტალურად ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. "ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში, ევროკომისია საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, სამთავრობო დელეგაციამ ბრიუსელში შეხვედრების მონაწილეებს ნამდვილად დაუტოვა შეგრძნება, რომ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმები საქართველოში სრული კურსით ხორციელდება და არანაირი შეფერხება არ შეექმნება.

XS
SM
MD
LG