Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი: გავეცით გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო ბრიუსელში, ევროკომისიის ხელმძღვანელებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. „ჩვენ ნამდვილად გავეცით გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორები ძალიან მაღალი თამასით ელოდებიან საქართველოს მიერ ამ სტანდარტების შესრულებას. „ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მთელ პოლიტიკურ სივრცეში გავავრცელოთ ეს განწყობა იმისათვის, რომ მაღალ სტანდარტებს დაექვემდებაროს წინასაარჩევნო პერიოდში მინდორზე მყოფი ყველა მოთამაშე“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG