Accessibility links

logo-print

ლევან და გია გაჩეჩილაძეები აკრიტიკებენ საჯარო რეესტრს და ხელისუფლებას


ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრს უჩივლებს, ხოლო მისმა ძმამ ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერება ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძეების ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა, საჩივრის მოთხოვნაა გაუქმდეს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეჩერებულია ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესი. საჯარო რეესტრმა "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ, ტელეკომპანიის დირექტორად არჩეული ლევან გაჩეჩილაძის თანამდებობაზე დარეგისტრირების პროცესი გუშინ შეაჩერა. ამის პასუხად გია გაჩეჩილაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას. ამასთან, გაჩეჩილაძე ვარაუდობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებაარ იქნებოდა მიღებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გარეშე.

XS
SM
MD
LG