Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო „ავაქსის“ სისტემით დაეხმარება „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ მოქმედ კოალიციას


ნატო-მ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია აშშ-ის თხოვნაზე, რაც „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის „ავაქსის“ სისტემით დახმარებას გულისხმობს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ალიანსის თავდაცვის მინისტრების 11 თებერვლის შეხვედრაზე ბრიუსელში მიიღეს. ნატოს „ავაქსის“ დივიზიონის თვითმფრინავები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საავიაციო იერიშებში პირდაპირ მონაწილეობს არ მიიღებენ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მართვისა და დაზვერვის სისტემა „ავაქსი“ თვითმფრინავზეა დამონტაჟებული და იგი მოწინააღმდეგის შორეული ობიექტების აღმოჩენისა და დამიზნებისათვის გამოიყენება.

XS
SM
MD
LG