Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მხარდამჭერთა ჯგუფი ზავის ერთ კვირაში ამოქმედებაზე შეთანხმდა


სირიის მხარდამჭერთა ჯგუფად წოდებული ქვეყნები შეთანხმდნენ, სირიაში ერთ კვირაში ზავი ამოქმედდეს. სახელმწიფოების რიცხვი, რომელთა წარმომადგენლებმა მიუნხენში გამართეს მოლაპარაკებები, 17-ა. პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამცნო საზოგადოებას, რომ მიღწეულია შეთანხმება ასეულათასი ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ სირიის ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ბლოკირებულია სირიის მთავრობის ჯარის და მეამბოხეთა მიერ. ჯონ კერის თქმით, ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ჟენევაში რაც შეიძლება მალე უნდა გაგრძელდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები სირიაში მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად. ახლა მიღწეულ შეთანხმებას კერიმ უწოდა „შესვენება“ და არა „ცეცხლის შეწყვეტა“, რომელიც, მისი თქმით, უფრო ხანგძლივი და კონფლიქტის დასასრული იქნება.ზავი არ შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“, ალ-ნუსრას ფრონტს, რომელიც სირიის ალ-ყაიდასთან არის კავშირში, და სხვა ექსტრემისტულ გაერთიანებებს. მიუნხენის მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ გაეროს, ევროკავშირის და არაბთა ლიგის ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები.

XS
SM
MD
LG