თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაღუპული 26 წლის მამაკაცი მუშაობდა კომპანია Black Sea Group-ში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აწარმოებს ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას.
ყველაზე პოპულარული
1