Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 თებერვალს მიემგზავრება მიუნხენში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 თებერვალს მიემგზავრება მიუნხენში, სადაც მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების 52-ე საერთაშორისო კონფერენციაში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა კონფერენციის თემატურ პანელზე, “სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ." მიუნხენში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ბულგარეთის, სლოვენიის ესტონეთის და ლიტვის პრეზიდენტებს და ნორვეგიის და ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრებს. უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მიხეილ ჯანელიძე და თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

XS
SM
MD
LG