Accessibility links

logo-print

ბაია გადაბაძემ მხარედ დარეგისტრირების განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს


ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ მხარედ დარეგისტრირების განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სურს საქმის შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობდეს და მხარედ აღიარებასაც ამიტომ ითხოვს. „მაესტროს“ პარტნიორთა კრებამ ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძე 4 თებერვალს გაათავისუფლა და მის ნაცვლად დანიშნა არხის საკონტოლო პაკეტის მფლობელის, გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე. თუმცა, იმის გამო, რომ გადაბაძემ სასამართლო დავა წამოიწყო, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა არხის დირექტორად გაჩეჩილაძის ოფიციალურად დარეგისტრირების პროცესი.

XS
SM
MD
LG