Accessibility links

logo-print

გერმანიაში მუშაობა დაიწყო მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ


გერმანიაში მიუნხენში, მუშაობა დაიწყო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც 14 თებერვლამდე გასტანს. მასში მონაწილეობას მიიღებს ბევრი ქვეყნის ასეულობით მაღალი რანგის წარმომადგენელი. მთავარი თემებია მიგრანტთა პრობლემა, ომი სირიაში, რუსეთის როლი ახლო აღმოსავლეთში, ასევე კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში. უსაფრთხოების 52-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიუნხენს სტუმრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის თემატურ პანელზე - "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ". სხვათა შორის, დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელიც მიუნხენში 14 თებერვლამდე დარჩება, შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი, თედო ჯაფარიძე. მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

XS
SM
MD
LG