Accessibility links

logo-print

ბაიდენმა პოროშენკოს მოუწოდა სწრაფად აღადგინოს მთავრობის ერთიანობა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოუწოდა სწრაფად აღადგინოს მთავრობის ერთიანობა, რომელიც უკრაინას რეფორმებისკენ წინსვლის საშუალებას მისცემდა. თეთრი სახლის თანახმად, სატელეფონო საუბრისას მხარეები შეეხნენ ასევე პოლიტიკური კრიზისს სწრაფად მოგვარების აუცილებლობას. კრიზისი მოჰყვა უკრაინის ეკონომიკის ავტორიტეტიანი მინისტრის, აივარას აბრომავიჩიუსის გადადგომას. მინისტრმა მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა. ბაიდენმა და პოროშენკომ ილაპარაკეს ასევე უსაფრთხოების საკითხებზე და მინსკის შეთანხმების პოლიტიკურ მხარეზე. მათ შეშფოთება გამოხატეს უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო.

XS
SM
MD
LG