Accessibility links

logo-print

კუბაში გაიმართება რომის პაპის შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან


კუბის დედაქალაქ ჰავანის აეროპორტში 12 თებერვალს გაიმართება ისტორიული შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილესა და რომის პაპს, ფრანცისკეს შორის. კირილესა და ფრანცისკეს მოლაპარაკება პირველი იქნება ქრისტიანული ეკლესიის ორ შტოს ხელმღვანელებს შორის მე-11 საუკუნის განხეთქილების მერე. პაპი და პატრიარქი ისაუბრებენ ქრისტიანთა მძიმე მდგომარეობაზე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ „მთავარი თემები შეხვედრისა იქნება ქრისტიანების მდგომარეობა მსოფლიოში, პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და ცენტრალურ აფრიკაში, იქ, სადაც ისინი გენოციდს განიცდიან ტერორისტების მხრიდან. ეს მოითხოვს ერთიან, საყოველთაო, ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას, რომელშიც უნდა გაერთიანდეს კეთილი ნების ყველა ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ რელიგიური ლიდერებიც“, აღნიშნა ილარიონმა. პაპი და პატრიარქი გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას. შეხვედრა დაგეგმილია ადგილობრივი დროით, 14:15 საათზე, ანუ თბილისის დროით 23:15 წუთზე.

XS
SM
MD
LG