Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასადი აცხადებს, რომ მთელ სირიაზე აღადგენს კონტროლს


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მთელ სირიაზე კონტროლის აღდგენის პირობა დადო, თუმცა, აღიარა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება.დამასკში სააგენტო „ფრანს პრესისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, ასადმა განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციურ ჯგუფებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, გააგრძელებს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას. „ჩვენ ბოლომდე გვჯერა მოლაპარაკებებისა, თუმცა მასში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ბრძოლას. ეს ორი მიმართულება სირიისათვის გარდაუვალია“, - განაცხადა ასადმა. აღნიშნული ინტერვიუ სირიის ლიდერთან გამოქვეყნდა ორი საათის შემდეგ, როდესაც მიუნხენში 12 თებერვლის შუაღამით, დასავლეთის სახელმწიფოები ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG