Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: სანამ რუსეთი „განაგრძობს აგრესიას“ უკრაინის წინააღმდეგ, მას არ მოეხსნება სანქციები


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ის „განაგრძობს აგრესიას“ და თქვა, რომ სანქციები არ გაუქმდება, სანამ სრულად არ განხორციელდება „მინსკი 2“-ის სახელით ცნობილი შეთახმება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის. სანქციები ძალაში დარჩება, სანამ „უკრაინის სუვერენიტეტი და მთლიანობა სრულად არ იქნება დაცული მინსკის შეთანხმებების შესაბამისად“, თქვა კერიმ 13 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე. „რუსეთი მარტივი არჩევანის წინაშე დგას: მის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელება“, ანდა სანქციების გაგრძელება.

XS
SM
MD
LG