Accessibility links

logo-print

როგორც იტყობინებიან, რუსეთის არმია სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობს ჩრდილოეთ სირიაში


გერმანიის გამოცემა „შპიგელ ონლაინმა“ და საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა (CIT) შაბათს გამოაქვეყნეს იმის ახალი მტკიცებულებები, რომ რუსეთის არმია სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობს ჩრდილოეთ სირიაში. როგორც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის კვლევაშია აღნიშნული, იანვრის შუა რიცხვებში სირიის სამთავრობო ჯარებმა პრაქტიკულად განდევნეს ოპოზიციური შენაერთები თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან, იმ რაიონიდან, სადაც თურქეთის სამხედრო ავიაციამ ჩამოაგდო რუსეთის ბომბდამშენი სუ-24, რომელმაც, ანკარის თანახმად, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის „არავითარ სახმელეთო ოპერაციებზე არ არის და არც შეიძლება იყოს ლაპარაკი“.

XS
SM
MD
LG