Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ მაკკეინმა მწვავედ გააკრიტიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება


აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა მწვავედ გააკრიტიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება. მისი თქმით, ესაა რუსეთის „სამხედრო აგრესიის სამსახურში მდგარი დიპლომატია“. მაკკეინმა ეს განცხადება გააკეთა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით დღეს. ე.წ. სირიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ჯგუფმა 12 თებერვალს მიაღწია შეთანხმებას ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ, რათა მხარეებმა მოლაპარაკეების გამართვა შეძლონ. „ვისურვებდი, რომ ზოგიერთი ჩემი მეგობრის პოზიციას ვიზიარებდე, რომელთა აზრით, ეს შეთანხმება პოტენციური გარღვევაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვაკეთებ“, თქვა რესპუბლიკელმა მაკკეინმა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის კრიტიკოსია.

XS
SM
MD
LG