Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპმა და ჯებ ბუშმა ტელედებატებში მკვეთრი განცხადებები გააკეთეს ერთმანეთის მისამართით


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატობისთვის მებრძოლმა ორმა რესპუბლიკელმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა და ფლორიდის შტატის გუბერნატორმა ჯებ ბუშმა შაბათს გამართული ტელედებატების მსვლელობისას მკვეთრი განცხადებები გააკეთეს ერთმანეთის მისამართით. ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, ჯებ ბუშის ძმა, ექს-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, მწვავედ გააკრიტიკა 2003 წელს ერაყში შეჭრისთვის. მისი თქმით, ბუშმა შეცდომა დაუშვა და მისი ადმინისტრაცია ტყუოდა, როცა აცხადებდა, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი მოეპოვება, რაც გახდა სამხედრო ოპერაციის საფუძველი. თავის მხრივ ჯებ ბუშმა ტრამპი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ საქებარი გამონათქვამებისთვის. ბუშის აზრით, პუტინმა შექმნა პირობები სირიაში კიდევ უფრო არასტაბილური ვითარებისთვის, მას შემდეგ, რაც მისი განკარგულებით რუსეთის ავიაციამ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი სამხედრო კამპანია დაიწყო.

XS
SM
MD
LG