Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არმია ზედიზედ მეორე დღეა ცეცხლს უშენს ქურთების პოზიციებს ჩრდილოეთ სირიაში


თურქეთის არმია ზედიზედ მეორე დღეა ცეცხლს უშენს პოზიციებს ჩრდილოეთ სირიაში, რომლებიც ადგილობრივი ქურთების ხელშია. მოკლულია ორი ქურთი მებრძოლი, იტყობინება ადამიანის უფლებების მეთვალყურეობის სირიული ცენტრი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში აქვს შტაბ-ბინა. როიტერსის ცნობით, თურქეთი ცდილობს ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმების განდევნას მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან სირიის ალეპოს პროვინციაში, მათ შორის მანაგის საჰაერო ბაზიდან. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა შაბათს, იერიში მიმდინარეობს იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიან თურქეთს. ქურთები შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას დახმარებას უწევენ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG