Accessibility links

logo-print

გენერალი კემპბელი: აშშ-ის ჯარები აღარ შეასრულებენ თალიბანის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლის როლს


ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ამერიკელმა მეთაურმა, რომელიც ტოვებს თანამდებობას, გენერალმა ჯონ კემპბელმა, განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარები აღარ დაუბრუნდებიან თალიბანის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლის როლს. კემპბელის თქმით, აშშ-ის სამხედრო მისია არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბრძოლების რთული წელი გველისო. აშშ-ის საგანგებო დანიშნულების ძალებს, რომლებიც ავღანეთის სამთავრობო ჯარებს ეხმარებიან, მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა უწევთ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. მიუხედავად ამისა, კემპბელის თქმით, აშშ-ის ჯარებს საშუალება ექნებათ, თავი დაიცვან, და საჭიროების შემთხვევაში საჰაერო დახმარება მიიღონ. მარტიდან კემპბელს გენერალი ჯონ ნიკოლსონი შეცვლის.

XS
SM
MD
LG