Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს სირიის სამხედრო მხარდაჭერას


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი მანამდე გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას სირიაში, ვიდრე პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მისაღებ მშვიდობას არ მიაღწევს. აღნიშნული განცხადება მედვედევმა ჟურნალ „ტაიმთან“ ინტერვიუში გააკეთა და დასძინა, რომ მთავრობის მოწინააღმდეგე სირიის შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები, „რუსეთის ავიაციის ლეგიტიმური" სამიზნეა, ვინაიდან, რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, „ყველანი ბანდიტები და ტერორისტები არიან.“ მედვედევი სირიაში მშვიდობის დამყარებას შესაძლებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, თუ ბაშარ ასადი მოილაპარაკებს მეამბოხე ძალებთან, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. თუმცა, მედვედევმა დასძინა, რომ „ადამიანების ასეთი წრე ჯერ უნდა დადგინდეს“. მედვედევი 14 თებერვალს სიტყვით გამოვიდა მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც დასავლეთს რუსეთთან „სამართლიანი თანამშრომლობისაკენ“ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG