Accessibility links

logo-print

ბოსნიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა


ბოსნია-ჰერცეგოვინამ გასულ კვირაში ოფიციალურად წარმოადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ 15 თებერვალს განაცხადა საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ბოსნია-ჰერცეგოვინისწევრობის შესახებ განაცხადი, რომელზეც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ბოსნიის ხელისუფლებასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინის, ისე მთლიანად ევროკავშირისათვის: იმ დროს, როდესაც კავშირის არსებობა მის შიგნით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, გარედან იგი კვლავ ძალიან მიმზიდველია. მივესალმებით ამ განაცხადს, რომელიც პოზიტიური სიგნალია და ენერგიით აღგვავსებს,"- განაცხადა მოგერინიმ. თუმცა, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ბალკანეთის ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს წევრი ქვეყნისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმს. ბოსნიის ფედერაციის მეორე სუბიექტმა, ბოსნიის რესპუბლიკა სრპსკამ განაცხადა, რომ მასთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ბოსნიის მთავრობას არ ჰქონია კონსულტაციები იმ კანონმდებლობისა და პოლიტიკის თაობაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის კავშირში გაწევრიანების მოთხოვნებთან.

XS
SM
MD
LG